Wednesday, October 15, 2014

ტრენინგები,კონფერენციები

რენინგების ანგარიშები

           ტრენინგის ანგარიში
ტრენინგის დასახელება-მასწავლების პროფესიული განვითარება.
თვითშეფასება.
კოლეგების ურთიერთშეფასება.
ჩამტარებელი ორგანიზაცია- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.
ჩატარების ადგილი-თბილისის მასწავლებლის სახლი
ტრენინგის ხანგრძლივობა-10 საათი.
ტრენერი-ანა ნარიმანიძე.
ტრენინგის ჩატარების დრო-25, 26 ივნისი  2013 წელი.

ნაწილი მეორე.
ტრენინგის მიზანი იყო გვემსჯელა პიროვნულ დამოკიდებულებებზე საკუთარი პროფესიისადმი.
გაგვეზრებინა საერთო ხედვისა და ღირებულებების მნიშვნელობა პროფესიული განვითარების პროცესში.
განგვეხილა წარმატებული სკოლის კრიტერიუმები, პროფესიონალი მასწავლებლის მახასიათებლები და კომპეტენციები.
მოგვეხდინა მასწავლებლის შეფასების მოდელების გაცნობა, საკუთარი გამოცდილების დაკავშირება მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროცესთან და ინდივიდუალურ განვითარების გეგმასთან.
გავცნობოდით სკოლის ბაზაზე სრულყოფილი განვითარების პროცესს და შეგვედარებინა  საკუთარ გამოცდილებასთან.

ნაწილი მესამე
რეზიუმე
ურთიერთგაცნობის შემდეგ დავიწყეთ მსჯელობა თემაზე- მასწავლებლობა ჩვენთვის პროფესიაა თუ მხოლოდ სამსახური. ასევე ვისაუბრეთ სკოლის ღირებულებების შესახებ და იმ დოკუმენტის შესახებ სადაცაა გაწერილი ღირებულებები.განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმა და მისი მთავარი პრინციპი -შედეგზე ორიენტირება.
ვიმსჯელეთ მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტზე და გამჭოლ კომპეტენციებზე როგორიცაა
ა) წიგნიერება.
ბ) მედიაწიგნიერება.
გ) ციფრული წიგნიერება
დ) რაოდენობრივი წიგნიერება
ე) ეკოლოგიური წიგნიერება.
ვ) მრავალენობრივი (პლურილინგვური) კომპეტენცია.
ზ) სემიოტიკური კომპეტენცია. 
თ) სწავლის სწავლა.
ი) სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია.
გავიხსენეთ დ.უზნაძის, ჯ.დიუის,იოანე ოქროპირის შეხედულებები სწავლა -აღზრდის შესახებ. ჩამოვაყალიბეთ წარმატებული სკოლის  სტანდარტები და ინდიკატორები.
ვიმსჯელეთ სხავადასხვა მიმართულების განხორციელებაზე სკოლაში, ჩემთვის საინტერესო იყო სკოლის კულტურა, თუ რას მოიცავდა და გულისხმობდა იგი.
საინტერესო იყო ჩემთვის მაღალი აკადემიური მიღწევების მქონე სკოლების მახასიათებლები. გასაგები გახდა , თუ რა აქტივობებით  უნდა შეფასდეს მასწავლებლის კომპეტენცია. გამოვყავით შეფასების 2 ფორმა ფორმალური და არაფორმალური.
განხილული იქნა ასევე შეფასების სხვადასხვა მეთოდები :რანგირება,კითხვარი და სხვა.
ჯგუფურად ვიმუშავეთ სხვადასვა მასწავლებლის მოდელზე, მის ძლიერ და სუსტ მხარეებზე.
მეორე დღე.
მეორე დღეს მუშაობა დავიწყეთ  ჯგუფებში-  თუ როგორ წარმოგვედგინა პროფესიული განვითარება სკოლის ბაზაზე და  ინდივიდუალური განვითარების გეგმით. ჯგუფებმა წარმოვადგინეთ პრეზენტაციები. ყურადღება გავამახვილეთ ჩვენი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაზე.მასწავლებლის თვითშეფასების ერთ-ერთი ფორმა ანგარიშის წარმოდგენა არის თუ არა თვითშეფასება -განვიხილეთ ეს საკითხიც.
ყურადღებით გავეცანით სქემაში ჩართვას და მუშაობას, კრედიტების დაგროვების წესებს.
ასევე შემფასებელ ჯგუფებს, ანუ ვის ევალება პედაგოგის შეფასება .

     ჩემთვის ეს ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო  იმით, რომ უფრო მეტი რამე შევიტყვე სქემაში მუშაობის შესახებ. გავიგე როგორ უნდა მოვახდინო ჩემი თვითშეფასება. რა დოკუმენტაცია მჭირდება შესრულებული აქტივობების წარმოსადგენად პორტფოლიოში.
ტრენინგზე შეძენილ ცოდნას და გამოცდილებას გავუზიარებ კოლეგებს, დავეხმარები მათ პორტფოლიოს შექმნაში.საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგებაში.
შევეცდები დავაინტერესო ჩემი კოლეგები პროფესიული განვითრების სქემით, ვურჩევ მათ ჩაერთონ და იმუშაონ სქემაში. უფრო მოსახერხებელ აქტივობებს ავირჩევ მომავალი წლისთვის სქემაში სამუშაოდ.
                                                    ნონა შიოშვილი   1.06.2013წ


ტრენინგის ანგარიში
ტრენინგი თემაზე ,, ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა”
1.ჩატარების პერიდი/ თარიღი-ივნისი,2013წ
25 საათის ხანგძლივობით.
2.ჩატარების ადგილი.
თბილისის  51-ე საშუალო სკოლა
3.აქტივობის ორგანიზატორი
მასწავლებლის სახლი
ტრენერი-ლიკა გუმბერიძე
4.მიზნობრივი ჯგუფი.
ინგლისური ენის პედაგოგები.
5. აქტივობის მიზანი
პედაგოგებმა შეისწავლონ და გაიღრმავონ ცოდნა თანამედროვე ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკაში, მოემზადონ მასწავლებელთა საერთაშორისო სასერთიფიკაციო ადგილობრივი და მსოფლიოში აღიარებული  TKT გამოცდისთვის.
 6. აქტივობის დეტალური აღწერა
აღნიშნული ტრენინგ-კურსი მოიცავდა ერთ მოდულს, კურსის სრული ხანგრძლივობა იყო ხუთსაათიანი  ტრენინგი.
ტრენინგის დასაწყისში  მონაწილეებმა გავიცანით ერთმანეთიტრენერმა ირმა შანშიაშვილმა გაგვაცნო ტრენინგის მიზანი , შინაარსი ,შედეგებიგანრიგისაორგანიზაციო საკითხებიმუშაობის ფორმებისამუშაო წესებიმონაწილეთა შეფასების საკითხებიშემდეგ ტრენერმა დაგვირიგა სამუშაო მასალა და და დავიწყეთ საკითხების განხილვა და პრაქტიკული მუშაობა.
 ტრენინგის პირველ ნაწილში ავღწერეთ ინგლისური  ენა და ენობრივი უნარები, დავახასიათეთ მეტყველების ნაწილები და  და სიტყვის გრამატიკული შემადგენლობა; ლექსიკა და სიტყვათწარმოება ,ფონოლოგია და ფუნქციები. შევასრულეთ პრაქტიკული დავალებები, ვიმსჯელეთ პასუხებზე.
თანმიმდევრობით გავიარეთ ენის ფლობის ოთხი ძირითადი უნარი: წერა , კითხვა, მოსმენა და ლაპარაკი. შემდეგ გავეცანით მოსწავლეთა მოტივირების ხერხებს, შეცდომების როლი სწავლის პროცესში; განსხვავებები  მშობლიურ და უცხო ენებს შორის; დავახასიათეთ მოსწავლეები ცოდნის ათვისების უნარის მიხედვით და  მოსწავლეთა საჭიროებები.
ტრენინგის მეორე ნაწილში გავეცანით საგაკვეთილო მოდელებს PPP და  TBL. განვიხილეთ დავალების ტიპები, შეფასების ფორმები და ცოდნის შესაფასებელი დავალებები.
ტრენინგის ბოლოს შევასრულეთ შემაჯამებელი ტესტი და მივიღეთ სერტიფიკატები.
7.მიზნის მიღწევის ხარისხი
ტრენინგ-კურსის განმავლობაში ვმუშაობდით როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებში. მონაწილეობას ვიღებდით დისკუსიებში. ვიღებდით ტრენერის სიტყვიერ შეფასებას დავალებების შესრულების შემდეგ. შემაჯამებელი ტესტის წარმატებით შესრულების  შემდეგ დავჯილდოვდით სერტიფიკატებით.
8.მნიშვნელობის დასაბუთება 
ტრენინგი ჩემთვის მეტად ნაყოფიერი იყო. ტრენინგის დახმარებით
 გავეცანი ინგლისური ენის მეთოდიკას და კურსს, რომელიც დამეხმარება  დავგეგმო და ჩავატარო გაკვეთილები თანამედროვე სტანდართების მოხედით, ამასთანავე გავითვალისწინო მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებები და საჭიროებები.
მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ სწავლების პროცესში და გავიზიარებ კოლეგებს.
ნონა  შიოშვილი    ივნისი, 2013წ.


მაკმილანის კონფერენცია ,,Macmillan Education”.
ანგარიში
1.ჩატარების პერიდი/ თარიღი
27ივნისი 2014 წ. 5 საათის ხანგრძლივობით
2.ჩატარების ადგილი.თელავის  ი.გოგებაშვილის სახ.უნივერსიტეტი
3.აქტივობის ორგანიზატორი
მაკმილანის გამომცემლობის  წარმომადგენელი საქართველოში, ორგანიზაცია ,,English book in Georgia”.
4.მიზნობრივი ჯგუფი
პედაგოგები.
5. აქტივობის მიზანი.
მაკმილანის გამომცემლობის  სახელმძღვანელოების ავტორების შეხვედრა ადგილობრივ პედაგოგებთან. სახელმძღვანელოებთან მუშაობის პრინციპებისა და მეთოდების გაცნობა მათთვის.
6. აქტივობის დეტალური აღწერა
კონფერენცია გახსნა  Jim   Scrivener-მა. მან ისაუბრა ინგლისური ენის მნიშვნელობასა და როლზე თანამედროვე მსოფლიოში; მოზარდ მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებზე, მაკმილანის გამომცემლობის საქმიანობაზე მსოფლიოსა და საქართველოში.მან წარმოადგინა მოხსენება:Plenary”Upgrade!Demand High to Bring a Grammar Lesson Alive”და “The Unknown Secrets of Classroom Management“
საშუალო საფეხურის სახელმძღვანელო  ,, Gateway”-ის  ავტორმა Phillip Kerr-მა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე ,,როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს საშუალო საფეხურზე“,,DO it yourself,Vocabulary practise. .გაგვაცნო მათი ასაკის თავისებურებები, მოტივაციის ამაღლების მეთოდები, ლექსიკის გამდიდრების სტრატეგიები
Teresa Doguelli- მა წარმოადგინა საკონფერენციო თემა ,,“,, Developing Emotional Intelligence at School, სადაც ისაუბრა ემოციურ ინტელექტზე.აქტივობებზე,რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ კლასში,რათა მოსწავლეებმა განავითარონ ის.
კონფერენციის ბოლო მომხსენებელი იყო Nick Goode , რომელმაც წარმოგვიდგინა moxseneba “Engaging Students with readers”

მსმენელები აქტიურად ვიყავით ჩართული კომფერენციის მსვლელობაში,ვასრულებდით სხვადასხვა აქტივობებს, ვსვამდით ჩვენთვის საინტერესო შეკითხვებს. კონფერენციის ბოლოს გათამაშდა სახელმძღვანელოს მიხედვით დამზადებული თვალსაჩინოებები  და წიგნები.
7.მნიშვნელობის დასაბუთება 
კონფერენცია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი  და საინტერესო იყო. ავტორებისგან შევიტყვეთ როგორ შეიძლება  განვახორციელოთ სახელმძღვანელოებში წარმოდგენილი მრავალფეროვანი აქტივობები, ამასთანავე გავითვალისწინოთ მოზარდა მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები და დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სახალისო გავხადოთ სასწავლო მასალა. მოღებულ ცოდნას გამოვიყენებ სწავლების პროცესში და გავუზიარებ კოლეგებს.
 ხელმოწერა: ნონა შიოშვილი

ტრენინგის სახელწოდება: ინტელის სასწავლო კურსი
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ჩატარების ადგილი: ქალაქი  საგარეჯო ,მეოთხე საჯარო სკოლა
ტრენერი: ირაკლი ყორღანაშვილი
დრო:  ივლისი
ხანგრძლივობა: 39-საათი
·         მიზანი და ამოცანა:  ინტელის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრა
·         პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა თითოეული მოდულის მასალების შესანახად
·         პროექტის გეგმის შაბლონისპორტფოლიოს რუბრიკისა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშების გაცნობა
·         პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომის განხილვა
·         პროექტების გამოქვეყნება სხვებისთვის გასაზიარებლად
·         რეფლექსია სწავლაზე
·         ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვის დაწყებარომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება. 
         რეზიუმე:   ტრენინგის განმავლობაში განხილული იქნა რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის რათა პრაქტიკული დახმარება გაეწიათ ახალი მოთხოვნების შესაბამისად წასამართად. განხილული იქნა პროექტებით სწავლება, რომელიც შესაძლებლობას იძლევასასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტსმოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობაამ მოდულში ვენ შეისწავლთუ როგორ შექმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტებიროგორ განსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და დაიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას. კურსის განმავლობაში პასუხი გავეცით მრავალ კითხვას მაგ:
·         როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
·         როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაშიდა 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში?
·         როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის?
·         როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
კურსის განმავლობაში მრავალჯერ მოგვეცა ამ კითხვაზე დაფიქრებისა და პასუხების მოკვლევის საშუალებამოსწავლეებთან მუშაობის კონტექსტის გათვალისწინებით. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებულირომ ყველაზე მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გამოცდილებას კომპიუტერის გარეშე ვიღებთამდენადმოცემული კურსი ეყრდნობოდა კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმის შედგენისა და შეფასების პრაქტიკასკლასში სასწავლო თემების არჩევისას და პროექტების განხორციელებისას.

     ინტელის სასწავლო კურსი შედგებოდა 8-მოდულისგან:
მოდული 1: პროექტებით სწავლება
თემაპროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი
ძირითადი აქტივობები:
·                     პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა
·                     სტატიის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე და მისი გამოცემა
·                     თქვენი პროექტის შესაბამისი 21-საუკუნის უნარ-ჩვევების შერჩევა
·                     საპროექტო იდეების გენერირება
·                     რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 2: ჩემი პროექტის დაგეგმვა
თემა: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება
ძირითადი აქტივობები:
·                     სტანდარტების შემუშავება თქვენი პროექტისთვის
·                     სასწავლო ამოცანების ჩამოყალიბება
·                     მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება
·                     შეფასების ეფექტური სტრატეგიების მოკვლევა
·                     დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზის შექმნა
·                     შეფასების ფორმის შედგენა მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენისთვის
·                     პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა
·                     რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 3: კავშირები
თემა: ინტერნეტის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში
ძირითადი აქტივობები:
·                     უკუკავშირის მიღება პროექტის პორტფოლიოზე და მოსწავლეთა უკვეგამოვლენილი საჭიროებების შეფასება
·                     იდეების გაზიარებაპროექტზე დაფუძნებული სწავლებით სტანდარტისშედეგების მიღწევაზე
·                     საავტორო უფლებების კანონმდებლობის გაცნობა და მისი გამოყენება
·                     ციტირებული წყაროების შემცველი დოკუმენტის შექმნა
·                     ინტერნეტრესურსების გამოყენების დანერგვა კვლევისკომუნიკაციის,თანამშრომლობისპრობლემების გადაჭრისა და 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების მხარდასაჭერად.
·                     ონლაინთანამშრომლობითი ვებსაიტების გამოყენება პროექტის იდეებისგაზიარებისთვის
·                     რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შედგენა
თემა: პროექტის შედეგები მოსწავლის თვალთახედვით
ძირითადი აქტივობები:
·                     სტრატეგიების შერჩევა პროექტებზე დაფუძნებულ და მოსწავლეზეორიენტირებულ საკლასო გარემოსთან მოსწავლეების ადაპტირებისხელშესაწყობად
·                     მოსწავლეთა მიერ შექმნილი გამოცემისპრეზენტაციისმინიენციკლოპედიის ანბლოგის ნიმუშის შექმნა სწავლის შედეგების დემონსტრირების მიზნით
·                     სწავლების პროცედურების მონახაზის შედგენა
·                     მოსწავლეთა ნამუშევრების თვითშეფასება
·                     რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 5: მოსწავლეთა პროექტების შეფასება
თემა: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება
ძირითადი აქტივობები:
·                     უკუკავშირის მიღება მოსწავლის ნიმუშზე
·                     შეფასების პროცესში მოსწავლეების ჩართვასთან დაკავშირებული პოტენციურისირთულეებისა და მათი დაძლევის გზების მოძიება
·                     თქვენ მიერ გამოყენებული შეფასების ფორმების ანალიზი და შეფასება/თვითშეფასება
·                     შემაჯამებელი შეფასების პირველადი ვარიანტის შედგენა
·                     თქვენი მოსწავლეებისთვის შესაბამისი შეფასების ფორმების შედგენა
·                     შეფასების ფორმების შედგენის შემდეგმოსწავლეთათვის შექმნილი პროექტისნიმუშის გადახედვა და შესაბამისი ცვლილებების შეტანა
·                     პროექტის გეგმის განახლება
·                     რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
თემა: მოსწავლეთა ხელშეწყობა და ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე
ძირითადი აქტივობები:
·                     დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიების განხილვა
·                     მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ხელშემწყობი შეფასების ფორმების შექმნა
·                     მოსწავლეთათვის დამატებითი დამხმარე მასალების შექმნა
·                     პროექტის გეგმის შეცვლა სხვადასხვა სტილის/დონის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით
·                     რეფლექსია თქვენს ბლოგზე
·                     თვითშეფასებათუ რამდენად წარმატებით შექმენით მოსწავლეზეორიენტირებული საკლასო გარემო
მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით
თემა: მასწავლებელიროგორც ფასილიტატორი
ძირითადი აქტივობები:
·                     კითხვის დასმის სტრატეგიები მაღალი დონის სააზროვნო უნარებისხელშესაწყობად
·                     დამხმარე მასალების შექმნა
·                     პროექტის გეგმის განახლება
·                     განხორციელების სტრატეგიების განხილვა
·                     დოკუმენტების შექმნა მენეჯმენტისთვის
·                     საგაკვეთილო გეგმის შეფასება და განახლება შეფასების შედეგების მიხედვით
·                     რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 8: პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
თემა: შესწავლილის გაზიარება
ძირითადი აქტივობები:
·                     შენი ნამუშევრის მომზადება წარსადგენად
·                     პროექტის პორტფოლიოზე უკუკავშირის მიღება და გაცემა
·                     რეფლექსია თქვენს ბლოგზე
·                     ინტელის ძირითადი კურსის შეფასება
          ტრენინგის დასაწყისში წარვუდგინე ჯგუფს ჩემი თავი და გავეცანი კურსის მონაწილეებს. ჯგუფის თვითოეულმა წევრმა წარმოვადგინეთ ჩვენთვის სასარგებლო რესურსები როგორც კურსზე მუსაობისას, ასევე, კურსის დასრულების შემდეგ, ახლადთვისებული მასალის პრაქტიკაში გამოყენებისას. კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებითინტელის ძირითადი კურსი დამეხმარა მოსწავლეთა წარმოსახვისშემოქმედებითი უნარების წახალისებასა დასაბოლოოდუკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
 ამ კურსის მოდულების გაცნობით მომიწია ჩემს კოლეგებთან თანამშრომლობა. გავაცანი მათ იდეები ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ჩართვასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, შევიმუშავებ გაკვეთილებს იმ მასალაზე დაყრდნობით, რომელსაც ვასწავლი.

ტრენინგი ძალიან საინტერესო, სიახლეებით დატვირთული და სახალისო იყო, რისთვისაც მადლობას ვუხდი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.
ნონა შიოშვილი











No comments:

Post a Comment