Wednesday, October 15, 2014

სილაბუსები

სილაბუსები

მასწავლებლის სახელი გვარი  —  ნონა შიოშვილი
სასწავლო საგნის სახელწოდება —  ინგლისური ენა
სწავლების  კლასი — 1-2-
სასწავლო საგნის საათების რაოდენობა — 1-ლი სემესტრი კვირაში 2სთ, მეორე სემესტრი კვირაში 2 სთ
სტატუსი მოცემულ კლასშისავალდებულო

სასწავლო დისციპლინის
შემადგენელი
თემები:

Hello Mr. Jolly!
Mr. Jolly’s Shop
Good Morning
Bella and Biffo
Mrs. Goody and Pirate Jack
Happy Birthday
Where is King Tub?
This is my family
Miss Silver
The space Rocket
Up in space
Welcome Home!
საგნის სწავლების
მიზნებიმოსწავლემ შეძლოს ინგლისური ასოების ცნობა, წაკითხვა და დაწერა
მოსწავლემ შეძლოს ნახატების ცნობა და მასზე არსებული გამოსახულებების ინგლისური სიტყვებით გამოთქმა
მოსწავლემ შეძლოს ქართული ენისგან განსხვავებული ასოების წარმოთქმა
აითვისოს ინგლისურად სოციალური ურთიერთობების საბაზისო გამოთქმები: მისალმება, დამშვიდობება, შეთავაზება და ..
შეისწავლოს ინგლისურად ფერების სახელები
შეისწავლოს ინგლისურად ოჯახის წევრების სახელები: დედა, მამა, და-ძმა
ისწავლოს ქონა-ყოლის აღმნიშვნელი სახელები
ისწავლოს ზმნების საწყისი და განგრძობითი ფორმები
ისწავლოს ზნიზედები
ისწავლოს წინდებულები (in, on, under)
ისწავლოს მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი
ისწავლოს ინგლისურად დათვლა
რესურსები English world 1 Macmillan production, cards, CD-is, Videos, Brilliant Alphabet book Macmillan production.
შეფასების კომპონენტები საშინაო დავალებები, გაკვეთილზე ჩართულობა,
მეთოდები გაკვეთილი, როლური თამაშები, მუსიკით ენის შესწავლა, ინტერნეტი, მოსასმენი მასალები
სწავლების შედეგებიმოსწავლეს შეუძლია ინგლისურად ასოებისა და სიტყვების წარმოთქმა
მოსწავლეს შეუძლია ინგლისურად დათვლა, ზმნების წარმოთქმა, არსებითი სახელების დახარისხება
მოსწავლეს შეუძლია ინგლისურად ასოებისა და სიტყვების დაწერა
მოსწავლეს შეუძლია ინგლისურად პატარა წინადადებების დაწერა





სილაბუსი

მასწავლებლის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია(ელ-ფოსტა, ტელეფონი)
ნონა შიოშვილი
სასწავლო საგნის სახელწოდება
ინგლისური
სწავლების კლასი
VIΙ
სასწავლო საგნის ხანგრძლივობა და საათების რაოდენობა.სასწავლო საგნის სტატუსი მოცემულ კლასში.
I სემესტრიკვირაში  3 საათი. II სემესტრიკვირაში 3 საათი. სულ — 64         საათი.სავალდებულო
სასწავლო საგნის მიზანი
უცხოური ენის სწავლების მიზანია მოსწავლეს მივცეთ ისეთი განათლება, რომ მან შეძლოს:
  • ორ ან სამ უცხოურ ენაზე მეტყველება;
  • წარმატებული კომუნიკაცია სხვა კულტურის წარმომადგენლებთან;
  • განსხვავებული კულტურული კონტექსტების და ტექსტების გაგება;
  • ნებისმიერი ენობრივ-კულტურული თვითმყოფადობის დაფასება და პატივისცემა;
  • ცოდნის დამოუკიდებლად გაღრმავება და გამდიდრება ენობრივი თუ კულტურული თვალსაზრისით.
ძირითადი თემები
  1. Unit 1. School clubs
  2. Unit 2. In the theatre
  3. Unit 3. Water birds
  4. Unit 4. Crafts
  5. Unit 5. All about a show
  6. Unit 6. Changes in nature
  7. Unit 7. People of the world
  8. Unit 8. The Incas
  9. Unit 9. Chinese inventions
  10. Unit 10. Space travel
  11. Unit 11. Life in the north
  12. Unit 12. A desert oasis
სასწავლო საგნის ამოცანები
  • მოსწავლემ უნდა აითვისოს როგორც ენობრივი, ისე კულტურული ინფორმაცია;
  • მოსწავლემ უნდა შეიძინოს სხვადასხვა კატეგორიის უნარ-ჩვევა;
  • სამეტყველო უნარ-ჩვევები (მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა);
  • უცხო კულტურის გაგების უნარი;
  • უცხოური ენის სწავლების უნარ-ჩვევები;
  • სასიცოხლო უნარ-ჩვევები (თანამშრომლობა, თავისუფალი არჩევანის გაკეთება, თვითსრულყოფა, შემოქმედებითობა და სხვა);
  • მოსწავლეს უნდა ჩამოუყალიბდეს სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულება;
  • ინდივიდუალური მრავალფეროვნების დაფასება და პატივისცემა;
  • ენობრივ კულტურული კუთვნილების განცდა;
  • მშობლიური კულტურული გარემოს თვითმყოფადობის, მისი განუმეორებლობის დაფასება და პატივისცემა;
  • პოზიტიური დამოკიდებულება როგორც კულტურული, ისე ინდივიდუალური მრავალფეროვნების მიმართ და მისი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინების აღქმა;
  • ინტერესი უცხო სამყაროს მიმართ;
  • უცხოური ენების სწავლების სურვილი.
სასწავლო საგნის აუცილებელია საბაზისო კომპეტენციები
  • მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის დიალოგის გაგება;
  • მოსწავლე შეუძლია მოსმენილი ტექსტის წაკითხვა და გაგება;
  • მოსწავლეს შეუძლია შემეცნებითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტების წაკითხვა და გაგება;
  • მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღლა კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევა;
  • მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის შექმნა;
  • მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა;
  • მოსწავლეს გამომუშავებული აქვს მეტყველებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები;
  • მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა;
  • მოსწავლე იჩენს ინტერესს კულტურული განსხვავებების მიმართ;
  • მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით;
  • მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხერხის გამოყენება ლექსიკური მასალის ასათვისებლად;
  • მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.
საკლასო მენეჯმენტიინდივიდუალური, წყვილებში, ჯგუფებში, საერთო საკლასო მუშაობა.მეცადინეობის ფორმებიაქტიური ლექცია, დამოუკიდებელი სამუშაო, პრეზენტაცია, პრაქტიკული მეცადინეობა, სიმღერა, თამაში.სწავლების ძირითადი მეთოდებითანამშრომლობითი სწავლება, ჯგუფური მუშაობა, როლური, დემონსტრირების, წერითი მეთოდები, ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება.სასწავლო კურსის შეფასებამასწავლებელი მოსწავლეს აფასებს გაკვეთილზე ჩართულობით, ზეპირმეტყველებით, პრეზენტაციით, საშინაო დავალებით, მიმდინარე საკლასო დავალებებით, შემაჯამებელი დავალებებით. მასწავლებელი იყენებს განმავითარებელ, მიმდინარე და განმსაზღვრელ შეფასებას.
რესურსებისახელმძღვანელო, სამუშაო რვეული, მასწავლებლის წიგნი, აუდიო ჩანაწერი, პოსტერი, კომპიუტერი.მისაღწევი შედეგები და კომპეტენციებიუცხ. IV.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს მარტივი ინსტრუქციების გაგება.
  • სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე (მაგ: გაიმეორე, აიღე ფანქარი, მიდი დაფასთან და . )
  • ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს.
უცხ. IV.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.
  • ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს აღწერილი ნიშან-თვისებების მიხედვით (მაგ: მაღალი, დაბალი, მოკლე, გრძელი …)
უცხ.  IV.11. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად.
  • იყენებს გაცნობითი კითხვის ხერხებს: აკვირდება ტექსტის აგებულებას, სათაურს, აბზაცებს, ილუსტრაციებს, წარწერებს, გამოყოფილ სიტყვებს და სხვა;
  • იყენებს შესწავლითი კითხვის ხერხებს: პირველი წაკითხვისას მთლიანად ეცნობა ტექსტს; სირთულეების დასაძლევად გადაიკითხვას გაუგებარ, რთულ ან მნიშვნელოვან ნაწილებს; კონტექსტის, გამოცდილების ან ლექსიკონის დახმარებით აზუსტებს უცხო სიტყვების მნიშვნელობას;
უცხ. . IV.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
  • იყენებს სასაუბრო თემის შესაბამის ნასწავლ ლექსიკას;
  • იყენებს ხშირად გამოყენებულ მარტივი სტრუქტურის მქონე ქვეწყობილ წინადადებებს;
  • იყენებს ნება-სურვილის, რჩევა-დარიგების გამომხატველ ენობრივ კონსტრუქციებს, ფორმულებს;
  • იცავს სინტაქსურ მიმართებებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებში;
  • ამბების გადმოცემისას მართებულად იყენებს ზმნის ნასწავლ ფორმებს წარსული, ახლანდელი და მომავალი დროის გამოსახატად;
  • იყენებს ემოციების, დამოკიდებულების, შთაბეჭდილების გამომხატველ ხშირად ხმარებულ ენობრივ საშუალებებს (მაგ., ლექსიკურ ერთეულებს, მყარ შესიტყვებებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს);
უცხ. . IV.25. მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.
  • მონაწილეობს დავალების წარმატებით შესრულების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში;
  • გამოკვეთს დავალების განხორციელების ეტაპებს;
  • განსაზღვრავს იმ ცოდნასა და უნარებს, რომელსაც ფლობს და გამოიყენებს დავალების შესასრულებლად;
  • განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უმდა შეიზინოს ახალი დავალების შესასრულებლად;
  • განსაზღვრავს რა გაუადვილდება, რა გაუჭირდება, რაში დასჭირდება დახმარება, კონსულტაცია;
  • განსაზღვრავს საჭირო სტრატეგიებს დავალების თითოეული ეტაპისათის.
უცხ. . IV.29. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.
  • ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს;
  • ითხოვს/სთავაზობს დახმარებას;
  • მოქმედებს გუნდის წევრებთან შეთანხმებულად; მსჯელობს თანაგუნდელებთან(პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად);
  • ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს;
  • უთანხმოებისას ცდილობს შეთანხმების მიღწევას;
  • ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში;
  • საჭიროებისამებრ მონაწილეობს მეწყვილის/გუნდის წევრების თანაშეფასებაში;
  • აკრიტიკებს იდეებს და არა იდეების ავტორებს, შეფასებისას იჩენს კორექტულობას;
  • კორექტულად მიუთითებს სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებზე;
  • მონაწილეობს თანაშეფასებაში შედეგის გაუმჯობესების ხელშესაწყობად.
სამუშაო დისციპლინათუ მოსწავლემ თანმიმდევრულად გააცდინა 6 საათი, იგი ვალდებულია ერთ
კვირაში ჩააბაროს მასწავლებელს გამოტოვებული სასწავლო მასალა წერილობით ან ზეპირი ფორმით.

No comments:

Post a Comment